ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი ოპოზიციას ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

1 day ago 4

4 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო, რომელშიც ევროპარლამენტარები საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასა და რეპრესიებს გმობენ.

ამასთანავე, ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოს ოპოზიციას მომავალ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ, რომელიც ჩატარებაც 2025 წელს იგეგმება.

“[ევროპარლამენტარები] ასევე აღნიშნავენ, რომ მომავალი ადგილობრივი არჩევნები 2025-ში მორიგი ტესტია საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის გამძლეობისთვის. შედეგად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას, გამოიყენოს ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის კუთხით, როგორც ეს უკვე გამოჩნდა სამშვიდობო საპროტესტო აქციებით, რაც ოქტომბრის არჩევნებს მოჰყვა.” – წერია პრესრელიზში.

საქართველოს შესახებ ანგარიშს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო რეჟიმის მიმართ კრიტიკულ პუნქტებს შეიცავს, კომიტეტის 55-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

სრულად წაკითხვა