WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია.

როგორც მან მედიასთან საუბრისას განაცხადა, მიღებულ რეზოლუციებსა თუ განცხადებებს ფასი არ აქვს და ტყუილებით არის გაჯერებული

„ჩვენ პირველად არ ვისმენთ და არც პირველად ვხედავთ ამ ტიპის რეზოლუციებს, რომელთაც არანაირი ფასი არ აქვს. ჩვენ თუ შევხედავთ ბოლო წლების განმავლობაში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მიღებულ რეზოლუციებს, ზოგადად ევროპარლამენტის ფუნქცია არის გაუფასურებული.

აქ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათი ყველა განცხადება და რეზოლუცია გაჯერებულია მხოლოდ და მხოლოდ ტყუილებით, არასამართლიანი დამოკიდებულებით კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, მიკერძოებით და პოლიტიკური სპეკულაციებით.

შესაბამისად, მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს ან თუნდაც მიღებულ რეზოლუციებს, არანაირი ფასი არ აქვს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს