
18 ივნისს, ევროპარლამენტის წევრებმა საქართველოში მედიის თავისუფლებაზე იმსჯელეს, რა დროსაც ყურადღება გაამახვილეს დაკავებული ჟურნალისტისა და ონლაინ საშუალებების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე.
ევროპარლამენტარებმა შვიდი შუამდგომლობა დააყენეს კენჭისყრაზე და მათი უმეტესობა ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვდა.
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ყველა ქართველის სიმბოლოდ იქცა“, – განაცხადა ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ. იუკნევიჩიენემ გააფრთხილა თავისი კოლეგები, რომ საქართველოში სიტუაცია „ყოველდღე უარესდება“.
დებატების დროს ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მძაფრად უპირისპირდება მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და ამ მიზნით ბელარუსსა და რუსეთში გამოყენებულ მოდელს იყენებს. მათივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება სულ უფრო მცირდება, რაც მიუღებელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ქვეყნისთვის.
This post is also available in: English
Read Next
19/06/2025 - 14:44
ევროპარლამენტი ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ“ და „უპირობო“ გათავისუფლებას მოითხოვს
19/06/2025 - 11:34
დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის მეორედ დააჯარიმეს
04/06/2025 - 19:01
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ივანიშვილის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
04/06/2025 - 10:10
ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტმა საქართველოზე იმსჯელა
03/06/2025 - 16:53
მარტა კოსი: საქართველო „შეხსენებაა“ ევროკავშირის გზაზე არსებული წარუმატებლობის შესახებ
28/05/2025 - 14:45