1
ევროპაში 21 ივნისიდან ძლიერი სიცხის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი თქმით, ექსტრემალური ტემპერატურა ამჟამად დაახლოებით 150 მილიონ ადამიანს აზარალებს. ევროპის არაერთ ქვეყანაში იხურება სკოლები, ენერგოსისტემები კი მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს.
გებრეიესუსის განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში ანომალიური სიცხეები სულ უფრო ხშირია, ხოლო კონტინენტი დედამიწის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად თბება. მან ევროპის ქვეყნებს მოსახლეობის მაღალი ტემპერატურისგან დაცვის სამოქმედო გეგმების ამოქმედებისკენ მოუწოდა.
ძლიერი სიცხე ივნისის ბოლოს საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებს მოედო. საფრანგეთში უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიცხის გამო დაკრძალვის ბიუროები გადატვირთულია, ხოლო კონდიციონერებზე მოთხოვნა ევროპაში 70%-ზე მეტით გაიზარდა.

4 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·