ევროპაში სწრაფად ვრცელდება დაავადებები, რომლებიც კოღოებს გადააქვთ

1 week ago 17

კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის გამო მსოფ­ლი­ო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ევ­რო­პა­ში სწრა­ფად ვრცელდება მა­ლა­რია და დენ­გეს ცხე­ლე­ბა, რომლებიც აზი­ურ ვე­ფხვის კო­ღოს გა­და­აქვს. ეს მწერი უკვე ევ­რო­პის 13 ქვე­ყა­ნა­ში დაფიქსირდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, 2000 წელს მსოფ­ლი­ო­ში დენ­გეს ცხე­ლე­ბის 500 000 შემ­თხვე­ვა აღირიცხა, 2019 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით კი – რა­ო­დე­ნო­ბა 5 მი­ლი­ონს აღე­მა­ტე­ბო­და.გლო­ბა­ლურ­მა დათ­ბო­ბამ, უჩვეულო თბი­ლმა და ნო­ტიო კლიმატმა დაავადების გადამტანი კოღოების ფართო გავ­რცე­ლე­ბას შეუწყო ხელი.

პროფესორი რეიჩელ ლოუ, რომელიც ბარსელონის სუპერკომპიუტერულ ცენტრში ესპანეთის ჯანმრთელობის მდგრადობის გლობალურ ჯგუფს ხელმძღვანელობს, გამოდის გაფრთხილებით, რომ უახლოესი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში კოღოებით გამოწვეული დაავადებები ფართოდ გავრცელდება დედამიწის იმ ნაწილებშიც, რომლებიც ამჟამად აღნიშნული დაავადებებისგან თავისუფალია.

„გლო­ბა­ლური დათ­ბო­ბა ნიშ­ნავს, რომ მა­ლა­რი­ი­სა და დენ­გეს გავ­რცე­ლე­ბის რის­კი იზ­რდე­ბა. მსოფ­ლიო ამისთვის მზად უნდა იყოს. რე­ა­ლო­ბა ის არის, რომ ცხე­ლი სე­ზო­ნე­ბი კო­ღო­ე­ბით გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ხელს შე­უ­წყობს. დენ­გე, ძი­რი­თა­დად, ტრო­პი­კულ და სუბტ­რო­პი­კულ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა, ეს დაავადება აზი­ურ ვე­ფხვის კო­ღოს (Aedes albopictus) გა­და­აქვს. კლიმატის ცვლილება ეკოლოგიურ წონასწორობას არღვევს და საშუალებას აძლევს პათოგენებს, სულ უფრო მეტად გამოიწვიონ დაავადება“, – ამ­ბობს მეცნიერი.

2023 წლის მდგომარეობით, აზი­ური ვე­ფხვის კო­ღო უკვე ევროპის 13 ქვეყანაში დაფიქსირდა. ესენია: იტალია, საფრანგეთი, ეს­პა­ნე­თი, მალ­ტა, მო­ნა­კო, სან-მა­რი­ნო, გიბ­რალ­ტა­რი, შვე­ი­ცა­რია, გერ­მა­ნია, ავ­სტრია, ლიხტენშტაინი, საბერძნეთი და პორ­ტუ­გა­ლია.

ამ რუკაზე ჩანს მისი გავრცელების არეალი და ისიც, რომ საქართველოს შესახებ მონაცემები არ არსებობს.

მანანა ბანძელაძე

სრულად წაკითხვა