4
„ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს. „ოცნება” კვლავ „დიფ სთეითზე” საუბრობს, მათ შორის, განცხადებაში მოხსენიებულია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელსაც „ოცნება” „დიფ სთეითის“ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოვლინებას”უწოდებს.
„ამერიკელ კონგრესმენს, ჯო უილსონს დააინიცირებინეს ე.წ. „მეგობარი აქტი“ საქართველოს შესახებ, რომელსაც, შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ „მტერი აქტი“ შეიძლება ეწოდოს.
უილსონმა იმოქმედა პრინციპით – „სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად“ და „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისგან ფინანსური სარგებლის მიღებაც დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს – ჯო უილსონს ხმარდება, რითაც „დიფ სთეითი“ თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს.
ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.