WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ,,ევროპის დღე 2026“-ს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიება კახეთში იმართება. დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის.

მიწვეულ სტუმრებს შორის არიან: ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლები, მედია.

ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე დასასწრებად სტუმრებს რამდენიმე დღეა ატიურად იწვევენ, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოები.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, მეღვინეობა „მოსმიერში“ მოეწყო ინტერაქციული სივრცე სახელწოდებით - „ჩემი ევროპა, ჩემი მომავალი“ , რომელიც აერთიანებს გამოფენებს, პრაქტიკულ ვორქშოფებს, დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებს. საზეიმო დღე დასრულდება ჯგუფის ,,გამოუვალი მდომარეობა“ კონცერტით.

ევროპის დღის ფარგლებში, თელავში გაიმართება ინტერაქტიური თამაში „აღმოაჩინე თელავი“, სადაც მონაწილეობას როგორც ფეხით მოსიარულეთა, ისე ველომოყვარულთა გუნდები მიიღებენ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები 30 წელიწადზე მეტს ითვლის.