The Council of Europe Commissioner for Human Rights, Michael O’Flaherty; Photo: coe.intევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი 10 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძეა, გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების გამოძიებას ითხოვს.
„მაცნობეს, რომ მას შემდეგ უფრო მეტი მომიტინგე გაასამართლეს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ჯერ კიდევ არ მიუციათ პასუხისგებაში“, – წერს ო’ფლაერტი.
მისი თქმით, იანვარში საქართველოში ვიზიტის დროს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დაარწმუნა ის, რომ „მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური გამღიზიანებლების შემცველი წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ“, მაგრამ „რამდენიმე თანამდებობის პირმა […] აღიარა, რომ წყალში ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული“.
მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი საქართველოს პროკურორმა უფრო ფართო გამოძიების ფარგლებში უნდა განიხილოს და გატარებული ზომების შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება მოითხოვა.
This post is also available in: English
Read Next
16/12/2025 - 17:26
საქართველო უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დამფუძნებელ კონვენციას მოაწერს ხელს
24/09/2025 - 19:16
ევროპის საბჭოს დელეგაცია ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სტუმრობს
27/08/2025 - 16:30
ევროპის საბჭოს ორგანო აფრთხილებს, რომ საქართველოს FARA სამოქალაქო საზოგადოებას „მძიმე და გაუმართლებელ“ ზიანს მიაყენებს
10/06/2025 - 16:19
ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დასახელდა
27/05/2025 - 18:54
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდებს
02/05/2025 - 10:15

10 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·