ევროპის ქვეყნების ხელისუფლებების მიზანი არის ის, რომ სხვის ხარჯზე, ამ შემთხვევაში უკრაინელი ხალხის ხარჯზე, თავიანთ ქვეყანაში შეინარჩუნონ მშვიდობა – გურამ მაჭარაშვილი

2 hours ago 1

,,ხალხის პარტიის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი:

„უკრაინაში ომი ვის აწყობს და ვის არა ახლა გამოჩნდა. განსაკუთრებით ბოლო კვირებში, როდესაც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, დანიის პრემიერი, ბალტიისპირა ქვეყნების პირველი პირები პირდაპირ ამბობენ, რომ მათ არ აწყობთ უკრაინაში მშვიდობის დამყარება, რადგან რუსეთიდან საფრთხე მათკენ წამოვა. რა თქმა უნდა, ისინი მომხრე არიან, რომ უკრაინაში ომი გაგრძელდეს და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. იმიტომ, რომ რუსეთი იქნება გადართული უკრაინაზე და ღმერთმა არ ქნას თუ საქართველოში მოახერხეს ამის გაკეთება [მეორე ფრონტის გახსნა] მაშინ, საქართველოზეც. უკვე მაკრონმაც კი დაადასტურა ეს. ნახეთ მისი გამოსვლა რას ემსახურებოდა? პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთისგან საფრთხე საფრანგეთმა არ უნდა იგრძნოს და მშვიდობა უკრაინაში არ უნდა დამყარდეს. რატომ? იმიტომ, რომ მერე რუსეთის რისხვა მათი აზრით წავა საფრანგეთისკენ, ბალტიისპირეთისკენ, დანიისკენ და ა.შ. რეზიუმე რომ გავაკეთოთ, ევროპის ქვეყნების ხელისუფლებების მიზანი არის ის, რომ სხვის ხარჯზე, ამ შემთხვევაში უკრაინელი ხალხის ხარჯზე, თავიანთ ქვეყანაში შეინარჩუნონ მშვიდობა”

სრულად წაკითხვა