1
უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კომპანია „კალა კაპიტალ თბილისის“ დამფუძნებელმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, მის მიერ კომპანიის დაფუძნება ხომ არ უკავშირდება სანქციებიდან თავის არიდებას:
„ევროპულ ბანკებში თანხები არ მაქვს. ეს დადასტურებული ინფორმაციაა. დეკლარაციაშიც არის ასახული. თანხები, რაც ევროპულ ბანკებში მქონდა კონკრეტულ კომპანიაზე გავასესხე, შემდეგ თანხები დამიბრუნდა, შევიძინე კრიპტოვალუტა და უცხოურ ბანკებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, რასაც თავისი ახსნა აქვს“, – განაცხადა კალაძემ.
თეგები: კახა კალაძე