სააგენტო "პარალელი"
“ევროპულ გზაზე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ ბარიკადს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები “ქართული ოცნების” წევრების სახით” – ამირან ნატრიაშვილი
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკურ პროცესევს აფასებს:
,,რთული და სამწუხარო სანახავია, როგორ უსწორდებიან პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, რომ დაგვიცვან რუსული მარწუხებისაგან, ე.წ. სამართალდამცავები, რომლებიც ომონის დაჯგუფებად არიან ქცეულნი.
ევროპულ გზაზე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ ბარიკადს, რომელიც აუცილებლად უბდა გადავლახოთ, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები ,,ქართული ოცნების” წევრების სახით. სწორედ მათ პირად დაცვად არის დღეს ქცეული ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები, რომლებსაც უკვე აღარაფერი აკავშირებთ სამართლის დაცვასთან და აღსრულებასთან.
რაც შეეხება ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისა და სხვა ,,ქართული ოცნების” პირების სანქცირებაზე – ეს არის ძალიან მნიშცნელოვანი ამ ბრძოლაში, რაც იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი და გარდამტეხი ფაქტორი ამ უსახური პრორუსული რეჟიმის დასასრულის.
,,ქართულ ოცნებას” ხალხი არ აინტერესებს, არამედ რაც აინტერესებთ, ეს არის ზუსტად მათი ქონება, ფული, საკუთარი თავის კეთილდღეობა და არა ქართველი ხალხის.
ეს ყველაფერი სანამ არ დასრულდება, მანამ ჩვენ ვერ ვნახავთ რომ საქართველო იყოს იმ დემოკრატიული ქვეყნების გვერდში, რომლებიც დღეს მხარდაჭერას უცხადებენ მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“ევროპულ გზაზე ჩვენ ვხედავთ ერთ დიდ ბარიკადს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი მარიონეტები “ქართული ოცნების” წევრების სახით” – ამირან ნატრიაშვილი
პარალელი