ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში 1,8 მილიარდი ევროს ოდენობის მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო მოთხოვნები. აზუსტებენ, რომ უკრაინამ პროგრამით გათვალისწინებული ათი პირობიდან ცხრა შეასრულა.
„დაფინანსება, ძირითადად, მიზნად ისახავს უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის გაძლიერებას და მისი საჯარო ადმინისტრაციის უწყვეტი ფუნქციონირების მხარდაჭერას“, - ნათქვამია განცხადებაში.
Ukraine Facility არის ევროკავშირის ფინანსური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას ომის დროს და ომისშემდგომი აღდგენის პერიოდში. ის რამდენიმე წლის განმავლობაში, 2024 წლიდან 2027 წლამდე მოქმედებს და ასევე მოითხოვს უკრაინისგან შიდა რეფორმების გატარებას.
პროგრამა ითვალისწინებს 50 მილიარდ ევრომდე გრანტებსა და შეღავათიან სესხებს (დაახლოებით 33 მილიარდი ევრო) აღდგენისა და რეფორმების მხარდასაჭერად 2027 წლამდე. გამოყოფილი თანხების მინიმუმ 20% განკუთვნილია ქვეყანაში ომის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის.
ევროკავშირის მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან მოყოლებული, უკრაინამ უკვე მიიღო დაახლოებით 22,9 მილიარდი ევრო სხვადასხვა ტრანშების სახით.
საგრანტო საშუალებებს ევროკავშირი აფინანსებს, კერძოდ, რუსული გაყინული აქტივების ხარჯზე.

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·