“14 წელი ელოდა და ნანატრი შვილს ვერც ჩაეხუტა..” – ნახეთ ვინ არის ქალი, რომელიც ბათუმში მშობიარობის შემდეგ, გართულებების გამო, თურქეთში გადაიყვანეს, გარდაიცვალა

1 month ago 4

39 წლის ქალი, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ, სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ზე­ზი მწვა­ვე პნევ­მო­ნი­აა.
ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ის 12 თე­ბერ­ვალს გა­და­იყ­ვა­ნეს თურ­ქე­თის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მკურ­ნა­ლობ­და. 39 წლის ქალ­მა მა­ნამ­დე ბა­თუმ­ში, კლი­ნი­კა “მე­დი­ნა­ში” იმ­შო­ბი­ა­რა და 14 წლის ნა­ნატ­რი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა.

მდგო­მა­რე­ო­ბის დამ­ძი­მე­ბის შემ­დეგ ოჯახ­მა მისი უცხო­ეთ­ში წაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

“ჩვე­ნო თო­ჯი­ნა­ზე და ფე­რი­ა­ზე ლა­მა­ზო ქეთი… რა სა­ში­ნე­ლე­ბა დაგ­ვა­ტყდა თავს…თვე­ზე მე­ტია ებ­რძო­დი არას­წო­რი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გებს, ისე, რომ შენი 14 წლის ნა­ნატ­რი ახალ­შო­ბი­ლი მა­რი­ტას ნახ­ვა და ჩა­ხუ­ტე­ბაც ვერ მო­ას­წა­რი…მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე სა­ო­ცა­რო, თავ­გან­წი­რუ­ლო დე­დავ, სა­მუ­და­მოდ გვე­მახ­სოვ­რე­ბი”,- წე­რენ ახ­ლობ­ლე­ბი.

სრულად წაკითხვა