ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ? პატრიარქს რატომ აგინებენ? თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე? არ ხარ მონათლული? შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ? - შალვა კეკელია აქციის მონაწილეებს

1 week ago 2

აქ ვარ, გამოვედი და ხალხში ვდგავარ და მე სულ ხალხში ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის, საშინელებაა და ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა არის ღვთის და ადამიანის გმობა. ეს არ შეიძლება. ეს ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, პირველი მე ვთქვი, - ასე მიმართა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ აქციის მონაწილეებს, რომლებიც მას დაუპირისპირდნენ და სთხოვდნენ შეერთებოდა საპროტესტო მსვლელობას. 

როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ყოველდღე და ღამე ლოცულობს იმისათვის, რომ დაძაბულობა არ იყოს და სანაცვლოდ ესმის ეკლესიის და პატრიარქის ლანძღვა.

"ქაშვეთშიც ვიყავი პარაკლისზე. მე ყოველდღე ვატარებ პარაკლისებს და ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს. ყოველდღე და ყოველღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერისთვის. გაგვანადგურეთ მაშინ და ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს. რატომ გვიყვირით სად არის ეკლესია? ეკლესია იქაა სადაც ეკლესიაა. ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ? პატრიარქს რატომ აგინებენ? თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე ? გეკითხებით არ არის თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ ხარ მონათლული? შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ?“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

სრულად წაკითხვა