ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) კავკასიის ენდემური სახეობაა

13 hours ago 6

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ელდარის ფიჭვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვთავაზობს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო:

🟢 ელდარის ფიჭვი (Pinus eldarica) კავკასიის ენდემური სახეობაა. ის არა მხოლოდ მარადმწვანე სილამაზით გამოირჩევა, არამედ ატარებს „მესამეული პერიოდის რელიქტის” სტატუსს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სახეობა მილიონობით წლის განმავლობაში უცვლელად მოვიდა დღემდე.

ელდარის ფიჭვი ველურ ბუნებაში მხოლოდ ელდარის ველის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ელიარ-ოუღის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე გვხვდება (ზღვის დონიდან 450-600 მ).

კავკასიაში მზარდ ფიჭვებს შორის ელდარის ფიჭვი ყველაზე გვალვაგამძლეა. თუმცა, მიუხედავად სიცხისადმი მედეგობისა, მგრძნობიარეა ძლიერი ყინვის მიმართ.

მისი უნიკალური თვისებების გამო, ელდარის და გავრცელების შეზღუდული არეალის გამო, ელდარის ფიჭვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.

სრულად წაკითხვა