ელენე ხოშტარიას დედა, ირინა გუნცაძე საპატიმროში შვილის მონახულების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და მწვავე პოზიციით მიმართავს მმართველ გუნდს:
“ვიყავი ელენესთან ციხეში!
მინდა ერთმანეთზე გადავაბა ბიძინა, კობახიძე, ირანელ ჯარისკაცს რომ ჰგავს პაპუაშვილი, პატარიძე, ურთმელიძე, სალია და კამპანია და შევაგდო ელენესთან, რომ კარგად ნახონ რა დღეშიც არის! ოღონდ თქვენ კი გაქვთ გადაწყვეტილი ელენეს წამება, მაგრამ არ გამოვა ეგ საქმე! თქვენ პატარა კაცუნებო იმას არ დაეტაკეთ ვინც გგონიათ!
ელენე, მიუხედავად აუტანელი ტკივილების, თავისი სიმართლით, სინდისით, ძალით, ნებისყოფით, ადამიანურობით… თუმცა თქვენს დაჯაბნას რა უნდა! აიხლართეთ ტყუილებში! მთელს მსოფლიოს დაანახეთ რას წარმოადგენთ! სირცხვილია სადამდე მიგორდით!” – წერს ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში.

7 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·