ელენე ხოშტარია თავისი გეგმით, იეჰოვას მოწმესავით დადიოდა, შიმშილობა არ ჰქონია გეგმაში – თამარ ჩერგოლეიშვილი

1 week ago 2

წაკითხვა: 3

“წლებია ელენესთან აღარ ვმეგობრობ, მაგრამ ეს თვეები საქმიანი ურთიერთობა მიწევდა პრეზიდენტის ფორმატში – ბოლო პერიოდში უფრო ინტენსიური.
არანაირი შიმშილობა ელენეს გეგმაში არ ჰქონია
საერთოდ არანაირი.

თავისი გეგმა ჰქონდა დახატული ფაუერფოინთში (საოფისე პროგრამაში) იეჰოვას მოწმესავით დადიოდა და სთავაზობდა პლატფორმას, პარტიებს, სამოქალაქო ჯგუფებს.

ეს გეგმა იყო თვითმმართველობის არჩევნებად წოდებული ფარსის ბოიკოტი და ერთობლივი საპროტესტო კამპანია რეჟიმის ჩამოშლის, ახალი საპარლამენტო არჩევნების და პოლიპატიმრების გათავისუფლების ამოცანით.

ვის მოსწონდა ეს გეგმა და ვის არა, ცალკე საკითხია, მაგრამ ელენეს გეგმა შიმშილობა არ ყოფილა. კარდაკარ დაატარებდა სულ სხვა გეგმას!
სხვა არაფერი ვიცი. მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება”– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა