ელენე ხოშტარიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო და ხალხს რევოლუციისკენ მოუწოდა

2 weeks ago 4

წაკითხვა: 2

ელენე ხოშტარიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო და ხალხს რევოლუციისკენ და ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.  ამის შესახებ განცხადება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე  და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მინდა გამოვაცხადაო ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა. ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა, მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, აქედან ფეხს არ მოვიცვლი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თუ თქვენ, ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თავისუფლების ფასს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეს, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით. რევოლუცია და გარეთ, ქუჩაში დამხობა არის ამათი ერთადერთი გზა”- განაცხადა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

ელენე ხოშტარიამ პირველი შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რამდენიმე წლის წინ დაიწყო.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა