ელენე ხოშტარიას გზავნილი ციხიდან

2 hours ago 2

ელენე ხოშტარიას გზავნილი ციხიდან – პატიმრობაში მყოფი პოლიტრიკური ლიდერის პოზიცია რუსთავის ნომე მეხუთე პენიტენციური დაწესებულებიდან იურისტმა მარიკა არევაძემ გამოიტანა.

ხოშტარია განმარტავს, რატომ გაასაჯაროვა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ.

“დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი რომ ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა”- წერს ხოშტარია.

“ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა რომ მიზეზი, რატომაც მე გავასაჯაროვე ეს საკითხი არის არა ის რომ მე ვეღარ ვუძლებ ტკივილს ან რამეს. ჩემი გამძლეობა უსაზღვროა გარწმუნებთ ! 

მიზეზი არის ის, რომ დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი რომ ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე. 

ასევე მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დავუპირისპირდე. რათქმაუნდა მხოლოდ სამართლიანად და მხოლოდ იმ დოზით რა დოზითაც დააშავებენ. 

ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. 

ამათ დიდი სურვილი ქონდათ, რომ უარი მეთქვ მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან. პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე. 

წარმოუდგენელ ძალას მაძლევს ის სოლიდარობა, რასაც ეს დღეები ვუყურებ”- ნათქვამია გზავნილში. 

ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ 17 ივნისს გაკეთებული განცხადების თანახმად, ციხეში “დროას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სრულად წაკითხვა