Opposition Droa party leader Elene Khoshtaria goes on a hunger stike, June 27, 2025; Photo: Nini Gabritchidze/Civil.geოპოზიციური პარტიის „დროას“ დაპატიმრებულ ლიდერ ელენე ხოშტარიას გამოკვლევისთვის კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანენ. ეს ინფორმაცია ოფიციალურმა პირებმა მას შემდეგ დაადასტურეს, რაც მისმა ექიმებმა, ადვოკატმა და ოჯახმა შეშფოთება გამოთქვეს ციხეში მისი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო.
საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსმა, გიორგი პატარიძემ, 29 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხოშტარიას კლინიკაში დაახლოებით ორ დღეში გადაიყვანენ და პირადი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარებენ გამოკვლევებს.
ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერს „რუსული ოცნება“ დააწერა. მან უარი თქვა გირაოს გადახდაზე და მარტში ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ იგი „ნივთის დაზიანების“ ბრალდებით დამნაშავედ ცნო.
This post is also available in:
Read Next
20/05/2026 - 15:16
ევროპის საბჭოს 2025 წლის ანგარიშში საქართველო პატიმრების რაოდენობით მეოთხე ადგილზეა
24/04/2026 - 15:57
ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
24/03/2026 - 12:47
ხოშტარიას კალაძის ბანერზე საპროტესტო წარწერის გამო 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
12/03/2026 - 16:39
ევროპარლამენტმა საქართველოში „პოლიტპატიმრების“ შესახებ რეზოლუცია მიიღო
13/11/2025 - 11:48
კლინიკა„ვივამედში“დაახლოებით სამწლიანი მკურნალობის შემდეგ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს
17/09/2025 - 18:16

1 month ago
56







English (US) ·
Georgian (GE) ·