ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობია

1 week ago 35

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა მედიებთან აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგა.

უცნობი რჩება რა გახდა ღამით ელექტროენერგიის მასშტაბურად გათიშვის მიზეზი. 10 საათის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში სახელმწიფო ელექტროსისტემამ დაწერა:

„პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“.

24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. ელექტროენერგიის გარდა მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა წყალიც.

GWP-მ ღამით განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო, ავტომატურად შეჩერდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს შესაძლოა შეეზღუდოს ან დაბალი წნევით მიეწოდოს წყალი.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, წყალმომარაგება სრულად აღდგება ჯივიპის სატუმბო სადგურებზე ელექტროენერგიის მიწოდებისთანავე“, – ეწერა განცხადებაში.

სრულად წაკითხვა