თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება. ამის შესახებ “საქართველოს ელექტროსისტემაზე” დაყრდნობით ipn.ge წერს.
კომპანიის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია ავარიის გამომწვევი მიზეზი, თუმცა როგორც ისინი აცხადებენ, მათი მხრიდან, ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისთვის კომუნიკაციის მიწოდება კვლავ ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს და ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად აღდგება.
განცხადება გაავრცელა ენერგო-პრო ჯორჯიამაც. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს რამდენიმე რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” მიზეზით არ მომხდარა
“დღეს, დღის პირველ ნახევარში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში დაფიქსირდა ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა. სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ავარიას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აღნიშნული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.