WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ციხიდან გავრცელებულ წერილში, წერს:

#დაინახე განსხვავება

გიული მიყვებოდა ამ დღეებში იყო გენიალური ლიზა ბათიაშვილის კონცერტზე წინანდალში. ხოდა გამახსენდა 2012 წელის ციხის კადრების შემდეგ როგორ ცდილობდა ჩვენი ორი ულამაზესი გენიოსი ხატია ბუნიათიშვილი და ლიზა ბათიაშვილი ჩვენი საარჩევნო შედეგის გადარჩენას.

ხატია გამოვიდა ჩვენს ყრილობაზე და ხალხს ჩვენთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდა, ხოლო ლიზა ჩამოვიდა ბათუმში ჩვენს მიტინგზე დასაკრავად. იმის თქმა ალბათ არაა საჭირო, რომ ამას ყველაფერს უფულოდ აკეთებდნენ და პირიქით სხვა კონცერტებს აუქმებდნენ და შემოსავალს კარგავდნენ.

ხოდა წარმოიდგინეთ 2012-ში იქით მხარეს იყვნენ ბედუკაძე და ელიზბარაშვილი, დღემდე ინგა გრიგოლიას საყვარელი მოღვაწე თავისი ცოცხების დადგმული სიბინძურით, რაფალიანცის მკვლელები, უცნობი, ხაინდრავა და სრულიად უნიჭო ელისო ბოლქვაძე.

ხოლო აქეთ მხარეს, მთელს მსოფლიოში პოპულარული ყველაზე დიდი მუსიკოსები, რომლებიც საქართველოს როდესმე ჰყოლია. როგორც იტყვიან, დაინახე განსხვავება!

სიმართლე არის დღესავით ნათელი. ნიჭიერი ადამიანი არ შეიძლება იყოს ქოცი, ამიტომაც არ არიან ქოცები ბუბა კიკაბიძე, ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები, ნიკა მემანიშვილი და უამრავი სხვა კაშკაშა ქართველი ვარსკვლავი, რომელთაც ყველაფერთან ერთად, ჭორვილელმა, თეატრი დაუნგრია რიყეზე.