ელისაშვილის ცოლი: მხნედაა, შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა, გამოხატა პროტესტი

2 weeks ago 43

10.07.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ალეკო ელისაშვილის ცოლი, ირინა კილოსანიძე მედიასთან ამბობს, რომ პოლიტიკოსი პროტესტს გამოხატავდა და სასაცილოა მისი ქმედების ტერორიზმად გამოცხადება. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დღეს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ირინა კილოსანიძის თქმით, სინამდვილეში განაჩენი 8 თვის წინ გადაწყდა, როდესაც შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა.

„ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როცა პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა, მაშინ მიუსაჯეს რეალურად. მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები, ასე ვთქვათ. უბრალოდ დღეს, არ ვიცი, ფაქსით მიუვიდათ მეილი, თუ წერილი, თუ როგორც არის, რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან ქართული ოცნების დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა. […]

ალექსანდრე არის კარგად, შეგნებულად გააკეთა ის რაც გააკეთა, მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის. […] ალექსანდრე არის კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა, ახლა ამუშავებს მეორე წიგნის იდეას, წიგნებით ვამარაგებთ აქედან. მხნედ არის, ოპტიმისტურად და სჯერა, რომ ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება“, – თქვა ირინა კილოსანიძემ „ტვ პირველთან“.


ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით მიმდინარე ერთი ეპიზოდის განხილვა სასამართლოში დასრულდა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

გადაწყვეტილება დღეს, 10 ივლისს, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. მუხლი, რომლითაც ალეკო ელისაშვილს ასამართლებდნენ, 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ალეკო ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

სრულად წაკითხვა