WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მე იმედი მაქვს, რომ ელისო კილაძის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიების შეცვალა მოხდება“, აცხადებს მედიაჰოლდინგ “ქრონიკა +”-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის ადვოკატი, ნათია კორკოტაძე მედიასთან კომენტარში:

არის ვიდეო მასალა, რომელიც თითქოს ელისო კილაძეს საფუძვლად დაუდეს გამამტყუნებელ განაჩენისთვის, მაგრამ იმედები ძალიან დიდი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ე.წ. ბოსმა მამუკა მდინარაძემ დატოვა უკვე ხელისუფლება – თურმე ის ძალიან დაიღალა… იმით დაიღალა, რომ ამდენი სიბინძურე გააკეთა.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ელისო კილაძე ბევრს იტყვის… ელისო კილაძემ მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებით, რომ გააკეთა განცხადება კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით და ზუსტად ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ელისო კილაძე დაეკავებინათ…

ეს იყო მამუკა მდინარაძის შეკვეთა…

ელისო კილაძეს აქვს მტკიცებულებები, თუნდაც იმ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით… იგი გამოსვლისთანავე აუცილებლად დაიწყებს მამუკა მდინარაძის მხილებას, მტკიცებულებებით და არა ისე, როგორც ეს მდინარაძემ გააკეთა, თუნდაც ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირთა მიმართ…

ელისო კილაძე ყველას მხილებას მოახდენს“, – განაცხადა ნათია კორკოტაძემ.