ელოდეთ სანქციებს! – მეთიუ მილერი

1 week ago 5

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი არ აკონკრეტებს, რა სახის სანქციები იქნება გამოყენებული აშშ-ის მხრიდან და ვის შეეხება ისინი.

მილერი მიუთითებს სახელმწიფო მდივნის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების ცვლილების საპასუხოდ “აშშ გამოიყენებს ყველა ხელსაწყოს, რომელიც მათ ხელშია, მათ შორის, ახალ სანქციებს”.

როგორც თქვენ იცით, ჩვენ არ ვისაუბრებთ არანაირ პოტენციურ სანქციებზე, რომლებსაც დავუწესებთ საქართველოს ოფიციალურ პირებს ან კონკრეტულ პირებს საქართველოს შიგნით. ჩვენ ნათლად ვთქვით, რომ ღრმა შეშფოთება გვაქვს საქართველოს ხელისუფლების მიმართულების ცვლილებასთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ სახელმწიფო მდივნის განცხადება გასულ კვირას, სადაც მან ნათლად თქვა, რომ გამოვიყენებთ ყველა ხელსაწყოს, რომელიც ჩვენს ხელშია, მათ შორის ახალ სანქციებს – რა სახის იქნება ისინი და ვის დაუწესდება, უნდა დაელოდოთ სანამ გამოვაცხადებთ”, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სრულად წაკითხვა