
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის თანამდებობას ტოვებს და რომ ეს მისი „პირადი გადაწყვეტილებაა“.
„მას შემდეგ რაც, როგორც დიპლომატი, შეერთებულ შტატებს ოცდაცამეტი წლის განმავლობაში წარმოვადგენდი, მივიღე პირადი გადაწყვეტილება, გავიდე პენსიაზე“, – ნათქვამია 5 ივნისის განცხადებაში. „ეს სრულიად პირადი გადაწყვეტილებაა. ჩემი გაწვევა ჩემს მთავრობას არ მოუთხოვია“.
„საქართველოში აშშ-ის ელჩად ყოფნა ჩემი კარიერის უდიდესი პატივი და პრივილეგიაა. მე სამუდამოდ ვიამაყებ იმ მნიშვნელოვანი საქმით, რაც გასწია ამერიკის მთავრობის შესანიშნავმა გუნდმა როგორც ვაშინგტონში, ისე აქ, თბილისში, აშშ-ის საელჩოში, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის პარტნიორობის გასაძლიერებლად“, – აღნიშნა დიპლომატმა, რომელიც საქართველოში 2023 წლიდან მსახურობდა.
This post is also available in: English
Read Next
30/05/2025 - 16:30
სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს
28/05/2025 - 18:35
ივანიშვილი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე უარის მიზეზად სანქციებსა და „შანტაჟს“ ასახელებს
28/05/2025 - 15:27
აშშ-ის საელჩო: ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის მოსასმენად
27/05/2025 - 13:35
აშშ-ის სამხედრო დაზვერვის სააგენტო: „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთს საქართველოში გავლენის გაზრდის საშუალება მისცა
22/05/2025 - 14:35
თბილისში „ანტიამერიკული მთავრობის“ შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხმიანებიან
21/05/2025 - 21:53