WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:

,,ხანდახან ისეთ სტატუსებს წავაწყდები ვერ ვიჯერებ, რამე ხომ არ მომეჩვენა მეთქი და თავიდან გადავიკითხავ ხოლმე…
რუსეთის რა “გაპრავებას” არ ნახავთ, ელცინი დასავლეთის აგენტი იყოო და დასავლეთმა წაგვართვა აფხაზეთიო, რუსეთის მეფეები ევროპელები იყვნენ და შესაბამისად სამეფოც და ავტოკეფალიაც ევროპელებმა გაგვიუქმესო, სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე პატრიოტები იყვნენო… ომი რუსეთთან ჩვენ დავიწყეთო, აფსუებს ბოდიში უნდა მოვუხადოთო…
რა გვინდოდა 90–იან წლებში რომ ავტყდით სამგლე გოჭებივითო და ა.შ.
ამ კატეგორიის ხალხს ასე გულმოდგინედ საქართველოს ინტერესები რომ დაეცვათ, ახლა გაცილებით უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით…“