სააგენტო "პარალელი"
“ემანუელ მაკრონის საუბარი პირადად ბიძინა ივანიშვილთან ნიშნავს, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს” – ამირან ნატრიაშვილი
,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში შეფასებებს ახდენს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით:
,,ემანუელ მაკრონის საუბარი პირადად ბიძინა ივანიშვილთან ნიშნავს და გამოხატავს იმას, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, იმ ქვეყნის პირველ პირს, ასე რომ ვთქვათ – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რომელიც არის თვითგამოცხადებული პრემიერი და ასევე არ აღიარებს იმ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სრულიად სამართლიანად და მათ მოიგეს. არა და არა!
მაკრონის საუბარი სწორედ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში 2024 წელს ჩატარებული არჩევნები არის არალეგიტიმური, ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური!
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ბიძინა ივანიშვილი ფლობს გარკვეულ ქონებას საფრანგეთში…
ჩვენ ასევე დავინახეთ, თუ როგორ მტკიცედ უცხადებს ქართველ ხალხს ემანუელ მაკრონი სოლიდარობას და როგორ მტკიცედ გამოხატავს იმას, რომ საქართველოს გზა არის მხოლოდ დასავლეთისაკენ, მხოლოდ ევროკავშირისკენ!
აუცილებლად მივაღწევთ იმ გამარჯვებას, რა გამარჯვებისთვისაც არაერთი პატრიოტი იბრძვის რუსთაველის გამზირზე!”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“ემანუელ მაკრონის საუბარი პირადად ბიძინა ივანიშვილთან ნიშნავს, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული სამყარო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს” – ამირან ნატრიაშვილი
პარალელი