„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ექსპრემიერი, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ თანახმად, სატელეფონო საუბარი საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.
„მაკრონმა აღნიშნა, რომ წუხს საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ამ ვითარების სრულად განმუხტვაში თავისი წვლილის შეტანის სურვილი გამოთქვა. თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ინიციატივისათვის მადლობა გადაუხადა და ერთობლივი ძალისხმევის იდეას მიესალმა“, - წერს „ქართული ოცნება“.
„ივანიშვილი და მაკრონი შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში კვლავ შედგება კონტაქტი და შეფასდება მიღწეული პროგრესი. საუბარი ერთ საათს გაგრძელდა“, - აცხადებს „ქართული ოცნება“.
რადიო თავისუფლება დაუკავშირდა საფრანგეთის საელჩოს საქართველოში ინფორმაციის გადასამოწმებლად და დამატებითი დეტალების გასარკვევად. საელჩოსგან პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ეს პირველი შემთხვევაა ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის მსოფლიო ლიდერებთან კომუნიკაციის შესახებ.
ინფორმაცია განახლდება