Amy W. Diaz , U.S. chargé d'affaires in Georgia.
Photo: U.S. Embassy Tbilisi official website.საქართველოში აშშ-ის საელჩომ 30 ივლისს განაცხადა, რომ ემი ვ. დიაზმა თბილისში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა დაიკავა. იგი საელჩოს უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენელი იქნება, რადგან ვაშინგტონს ახალი ელჩი თბილისში ჯერ არ დაუნიშნავს.
ემი ვ. დიაზმა ამ თანამდებობაზე ალან პერსელი შეცვალა. ეს უკანასკნელი ამ პოსტზე ელჩ რობინ დანიგანის გადადგომის შემდეგ მსახურობდა.
აშშ-ის საგარეო სამსახურის მაღალი რანგის კარიერულ დიპლომატს, დიაზს სხვადასხვა დროს ეკავა შემდეგი თანამდებობები: საქმეთა დროებითი რწმუნებული და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე აშშ-ის საელჩოში ლილონგვეში (მალავი); აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ საქმეთა ბიუროს პოლიტიკისა და გლობალური საკითხების ოფისის დირექტორის მოადგილე; საკონსულო განყოფილების უფროსი აშშ-ის საელჩოში ჰარარეში (ზიმბაბვე); ნარკოტიკებთან ბრძლის ჯგუფის ხელმძღვანელი აშშ-ის საელჩოში ქაბულში (ავღანეთი).
„მისი სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს: კანონის უზენაესობის მრჩევლისა და „ამერიკის სამიტის“ კოორდინატორის პოზიციებს აშშ-ის საელჩოში პანამაში; შიდა პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობას აშშ-ის საელჩოში თბილისში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის საელჩოში ჰარარეში; ვიცე-კონსულის პოზიციას აშშ-ის გენერალურ საკონსულოში მონტერეიში (მექსიკა)“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
დიაზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 2002 წელს, აშშ-ის პრეზიდენტის სახელობის მართვის სტიპენდიანტთა (Presidential Management Fellows) პროგრამის ფარგლებში შეუერთდა, ხოლო 2005 წლიდან აშშ-ის საგარეო სამსახურის კარიერული დიპლომატი გახდა. მან ბაკალავრიატის ხარისხი სენტ-ჯონის კოლეჯში (ანაპოლისი, მერილენდის შტატი) მიიღო, ხოლო არიზონას უნივერსიტეტში სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა.
This post is also available in:
Read Next
29/07/2026 - 12:01
საქართველომ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში ‘Sea Breeze 2026’ მიიღო მონაწილეობა
14/07/2026 - 17:26
პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთობლივი ძალისხმევით თავშესაფრის მიღების თაღლითური სქემა გამოავლინა
02/06/2026 - 17:11
პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთობლივი ძალისხმევით თაღლითური მიგრაციული სქემები გამოავლინა
05/06/2025 - 14:36
ელჩი დანიგანი თანამდებობას ტოვებს
07/05/2025 - 21:15
აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში ბომბის საფრთხის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა
06/02/2025 - 21:32

58 minutes ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·