WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ენგურჰესიდან წყლის გაშვებამ სოფელ ტყაიაში სახლების დატბორვა გამოიწვია  ინფორმაციას ტყაიას ადმინისტრაციული ერთეული ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. მოსახლეობას მოუწოდებენ, წყლის სახლში შესვლის ან დონის მატების შემთხვევაში გამორთონ ელექტროენერგია, საჭიროების შემთხვევაში გადავიდნენ უსაფრთხო ადგილზე ან შენობის ზედა სართულზე და დახმარებისთვის დაუკავშირდნენ 112-ს.