WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"ლიდერობა, რომელსაც ვაჩვენებთ ქვეყნის შიგნით, შესაბამისად აისახება საერთაშორისო ასპარეზზეც.

ვიქნები მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში და წინ აღვუდგები საფრთხეებს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი - რუსეთი იქნება, ირანი თუ სხვა", - განაცხადა 29 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ენდი ბერნემმა ქალაქ ლივერპულში ლეიბორისტული პარტიის ყოველწლიურ კონფერენციაზე გამოსვლისას. საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას ბერნემმა აგრეთვე დადო პირობა, რომ მისი მთავრობა კვლავაც პრინციპულად დაუჭერს მხარს ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის "ორი სახელმწიფოს" პრინციპით მოგვარებას.

"ყველას შეუძლია დაინახოს ბრიტანეთი რა მდგომარეობაშიც არის. ყველამ იცის რა არ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა. ყველა ლაპარაკობს, როგორი ძვირია ჩვენი ცხოვრება", - აღნიშნა პარტიულ კონფერენციაზე გამოსვლისას ლეიბორისტების ლიდერმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა.

ენდი ბერნემმა ღიად გააკრიტიკა "ბრექსიტი" და მისი შედეგები. ის აცხადებს, რომ ევროკავშირის დატოვებას ბრიტანეთისთვის "კონტროლი არ დაუბრუნებია":

"იმედი მოდის პატიოსნებიდან და ჩვენ დავიბრუნებთ იმედს. თუმცა, პატიოსნება იწყება იმის თქმიდან, რასაც პოლიტიკოსები ჩვეულებრივ თავს არიდებენ.

პირდაპირ ვიტყვი: ბრიტანეთი დიდი ხანია მცდარ გზას ადგას. დეინდუსტრიალიზაცია, დერეგულაცია, პრივატიზაცია, მკაცრი ეკონომია, ბრექსიტი.

რა მოგვიტანა ამან? - ქვეყანა, რომელიც კერძო ინტერესებს ემსახურება და არა საჯარო ინტერესს - მცირეთა ხელში თავმოყრილი ძალაუფლებით და ძლიან ბევრი მიტოვებული ადგილით".

პრემიერმინისტრმა ბერნემმა სიტყვით გამოსვლისას რამდენჯერმა აღნიშნა იმიგრაციაზე კონტროლის დაკარგვა, როგორც "ბრექსიტით" გამოწვეული ზიანი:

"იმიგრაციაზე კონტროლი შესუსტდა, როცა დავკარგეთ კოლაბორაცია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან.

და ჩვენ კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაოთ მის დასაბრუნებლად.

მიმდინარე წელს გაიმართება ბრიტანეთი-ევროკავშირის სამიტი, რომელზეც დღის წესრიგის ერთ-ერთ საკითხი იქნება - როგორ ვითანამშრომლოთ საუკეთესოდ იმიგრაციაზე.

ვიმუშავებთ ჩვენი მრეწველობის მომგებიანობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა "ბრექსიტით"".

29 სექტემბერს ენდი ბერნემის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა კი ყველაზე მეტად აიტაცა მედიამ:

""ბრექსიტმა" მოგვიტანა მეტი ზიანი, ვიდრე სიკეთე".

ბერნემის გამოსვლის დიდი ნაწილი სოციალურ საკითხებს, ჯანდაცვასა და ეკონომიკას დაეთმო.

ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი 2026 წლის ივლისში გახდა. მან კირ სტარმერი შეცვალა - ჯერ ლეიბორისტული პარტიის, შემდეგ კი პრემიერმინისტრის პოსტზე.