ენმ-ის ოფისთან დაპირისპირებაა -პოლიცია პარტიის ლიდერებს შენობაში არ უშვებს

2 weeks ago 14

მარი ბროსეს 6 ნომერში, სადაც ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში პოლიცია შევიდა, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი მივიდა. ადგილზე ვითარება დაძაბულია. ხაბეიშვილი ოფისში შესვლას ითხოვს, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევს. სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ ადგილზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თუმცა შესაბამის დოკუმენტს პარტიის წევრებს არ აჩვენებენ. არსებული ინფორმაციით, ოფისში იმყოფებიან ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

სრულად წაკითხვა