The 134th Meeting of Ergneti.
Photo: SSSG/Facebook.ერგნეთში 8 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში 134-ე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბეტინა პატრისია ბუგანის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.
შეხვედრის დროს თბილისმა კვლავ წამოჭრა უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის საკითხები, ასევე საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობა. იმავდროულად, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ მოითხოვეს ჩორჩანა/წნელისის პოლიციის საგუშაგოს გაუქმება და შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის მკვიდრის, თამაზ გოლოევის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი ამჟამად ჯაშუშობის ბრალდებით თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება პატიმრობაში.
ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მორიგი რეგულარული შეხვედრა 2026 წლის 22 ოქტომბერს გაიმართება.
This post is also available in:
Read Next
02/09/2026 - 19:00
საქართველოსა და აშშ-ის უწყებების თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების სწავლება ჩატარდა
01/09/2026 - 15:45
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
20/08/2026 - 13:09
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
14/08/2026 - 19:23
ცხინვალის პატიმრობაში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
06/08/2026 - 14:25
რუსი ტურისტებისთვის საქართველოს „არასასურველ“ ქვეყნად წარმოჩენის ონლაინ კამპანიას სუსი „საბოტაჟის“ მუხლით იძიებს
04/08/2026 - 17:27
civil ახალი ამბები