ერევანში დაიკარგა წარმოშობით ჩეჩენი, ოჯახიდან ძალადობას გამოქცეული ქალი

4 hours ago 6

ერავანში დაიკარგა წარმოშობით ჩეჩენი ქალი, აიშატ ბაიმურადოვა - რომელიც ოჯახში ძალადობას იყო გამოქცეული და ერთ-ერთი უფლებადამცველი ფონდის დახმარებით სარგებლობდა. ქალის მეგობრები შიშობენ, რომ იგი გაიტაცეს და ძალით დააბრუნეს სახლში.

მეზობლებმა აიშატი უკანასკნელად ნახეს 15 ოქტომბერს - იგი ინსტაგრამით გაცნობილ ქალ მეგობართან შესახვედრად წავიდა და აღარ დაბრუნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სოციალურ ქსელებში ახალგაზრდა ქალის გამომწერებს შორის იყვნენ "კადიროვის გარემოცვის წევრები" - წერს დანილ ჩებიკინი, ომსკელი აქტივისტი, რომელიც ამჟამად ერევანში ცხოვრობს. ვისზეა კონკრეტულად საუბარი დაზუსტებული არ არის.

სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არც ბაიმურადოვა პასუხობს და არც მეგობარი, რომელსაც ის უნდა შეხვედროდა - იუწყება ჯგუფი "СК SOS".

ბაიმურადოვას მეგობრებმა პოლიციას მიმართეს მისი გაუჩინარების თაობაზე.

სრულად წაკითხვა