“ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით, აქ მოვედი როგორც პატარა ბიჭი და ვტოვებ როგორც კაცი” – ხვიჩა კვარაცხელიას ემოციური გამოსამშვიდობებელი წერილი ნეაპოლელებს

2 hours ago 1

ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და ნეაპოლებებს გამოემშვიდობა.

გთავაზობთ ამონარიდს ვიდეოდან.

„ვიცი, ჩემი წასვლით გული გწყდებათ, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს მოგიყვებით. მინდა წარმატებები გისურვოთ ამ ქალაქს, ამ ხალხს, ჩემპიონობა და სკუდეტო მოუტანოთ.

ამ სტადიონზე, დღეს როგორც ნაპოლის ფეხბურთელმა ალბათ ბოლოჯერ შემოვაბიჯე. წასვლამდე ამის გაკეთება ძალიან მინდოდა. ეს ადგილი, თითოეული მოგონება, ფანების შეძახილი მოგონებებად გადაიქცა და ხშირად გავიხსენებ ხოლმე.

აქ მოვედი, როგორც პატარა ბიჭი, რომელსაც ბევრი არ იცნობდა, ახლა კი აქაურობას ვტოვებ, როგორც კაცი, რომელსაც თან მიაქვს უამრავი ადამიანის სიყვარული, ბევრი გამარჯვება და რაც მთავარია ის ნანატრი სკუდეტო და ჩემპიონობა, რომლის სურვილითაც ეს ქალაქი ბევრი წელი ცხოვრობდა“, – ამბობს კვარა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გაავრცელა.

წყარო : Crystalsport.ge

Post Views: 2

სრულად წაკითხვა