ერთადერთი გზაა, მხარი დაუჭიროთ ქართველი ხალხის მოთხოვნას – ახალ არჩევნებს – ზურაბიშვილი დასავლეთს

1 day ago 2

2

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და დასავლელ პარტნიორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას ახალი არჩევნების შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, „რაც საქართველოში ხდება არა მხოლოდ რუსეთის ახალი სტრატეგიის გამოცდაა, არამედ ძალიან სტრატეგიული გამოწვევაა ევროკავშირისთვისაც, რადგან ეს ტესტავს ევროკავშირის სანდოობას“.

ევროკავშირი წლებია ინტენსიურად მუშაობს და მოგვცა რეკომენდაციებიც, ჯერ 12, შემდეგ 9, რომელთაგან არცერთი არ შესრულებულა ამ ხელისუფლების მიერ – ყველა გადაწყვეტილება ბოლო 2 წლის განმავლობაში წინააღმდეგობაშია ამ რეკომენდაციების სულისკვეთებასთან, ეს ხდება არა მხოლოდ პრაქტიკაში, არამედ რიტორიკაც რომელსაც მმართველი პარტია იყენებს, არის დესტრუქციული და განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, ვხედავთ მზარდ, დესტრუქციულ რიტორიკას საქართველოს ერთი მმართველი კაცისა და მმართველი პარტიის მიერ – ისინი თავს ესხმიან ევროპელებსა და ამერიკელებს, ეს არის რიტორიკა, რომლის თანახმადაც, არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება სურს – თუ ეს რიტორიკა და გადაწყვეტილებები, ასევე, პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირს, არ დაიგმობა სათანადოდ, არ შეფასდება იმად, რაც არის, ანუ მმართველი პარტიის მიერ აღებული რუსული მიმართულება, თუ ეს ყველაფერი არ დაიგმობა, ევროკავშირი დაკარგავს მის სანდოობას. ჩვენ ვერ გვექნება ნეიტრალური პოზიცია, ოფიციალურ დოკუმენტებსა და განცხადებებში ძალადობის დაგმობა და შემდეგ მოწოდება, რომ უნდა დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას – არ იქნება ევროკავშირის გზაზე დაბრუნება იმ ხელისუფლების მიერ, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სიტყვებითაც და საქმითაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, რომ საქართველო დაეშორებინა ევროკავშირის გზისთვის და ეს ოფიციალურად 28 ნოემბერს გამოაცხადა. რამდენად ცხადები უნდა იყვნენ, რომ რასაც აკეთებენ და რასაც ამბობენ, ერთი მიმართულებით მიდის. რამდენად მკაფიო უნდა იყოს ევროკავშირი, რომ სასწორზე დევს მისი სანდოობა, რადგან თუ ის ვერ იქნება სანდო პატარა ქვეყნისთვის, როგორ იქნება სანდო სხვა ძალებისთვის, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა თხოვნით მიმართა ევროკავშირს და პარტნიორე ქვეყნებს, იყვნენ მეტად გაბედულები და მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის მოთხოვნას, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩემი თხოვნაა ევროკავშირისადმი, ჩვენი პარტნიორებისა და იტალიისადმი, რომ იყვნენ მეტად გაბედულები – ქართველი ხალხი აპროტესტებენ სრულიად მშვიდობიანად და მოთხოვნებიც აქვთ მშვიდობიანი და კონსტიტუციური –  ახალი არჩევნები და ეს ერთადერთი გზაა ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად – ხელისუფლებისთვის მოწოდება, რომ დაუბრუნდნენ ევროკავშირის გზას, არ შეცვლის მათ მიმართულებასა და პოლიტიკურ მიზანს, რომელიც აქვთ ბოლო რამდენიმე წელია, რაც არის მოსკოვის სიამოვნება და ამას მიაღწიეს კიდეც, რადგან არაერთხელ შეაქეს მოსკოვიდან – ამიტომ ერთადერთი გზაა, მხარი დაუჭიროთ ქართველი ხალხის მოთხოვნებს, მხარი დაუჭიროთ ახალი არჩევნების მოთხოვნას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სრულად წაკითხვა