“ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა” – გია ნოდია

10 hours ago 3

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას მძიმე შეფასებებით ეხმაურება განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია:

ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია პარლამენტში გამართულ ანგარიშსწორებაზე არის ზიზღი კონკრეტული ადამიანების მიმართ, ვინც ეს გააკეთა. ისინი ადამიანის ბუნების ყველაზე უარეს მხარეს განასახიერებენ.

მაგრამ ეს ქცევა, ძალადობრივის გარდა, არაადეკვატურიცაა. ოპოზიციონერ დეპუტატს პრემიერისთვის პირადი შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მან სრულიად კორექტულად უთხრა სიმართლე, რომელიც ყველამ იცის, მათ შორის, თვითონ კობახიძემ და მმართველი პარტიის ყველა დეპუტატმა.

მათ ამ სიმართლის უარყოფა არ შეუძლიათ: ხომ არ იტყვიან, რომ ივანიშვილის სიტყვა კობახიძისთვის კანონო არ არის? როგორ თქვან, კობახიძე მართლაც ქვეყანაში მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია (როგორც კონსტიტუციით უნდა იყოს)?

აქ „აიქიუს“ საკითხიც არ დგას: რაც არ უნდა ეჭვები გვქონდეს გორდულაძის და ტალახაძის ინტელექტუალური შესაძლებლობების მიმართ, როცა ყველაფერი ცხადია, ვერანაირი აიქიუ ვეღარ გიშველის. ცემის გარდა არაფერი გრჩება“, – წერს გია ნოდია, სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა