1
ჯგუფური თავდასხმა “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფზე – ბესიკის ქუჩაზე სასტიკად ნაცემი “შაბათის ეთერის” ოპერატორი, გიორგი შეწირული დეტალურად იხსენებს მასსა და მაკა ჩიხლაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსოწრებას.
ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევით, ჭრილობებით და დაზიანებებით მოთავსებული გიორგი შეწირული ამბობს, როგორო უსწორდებოდნენ მას და “შაბათის ეთერის” გამომძიებელ ჟურნალისტს ტიტუშკების 30-მდე წარმომადგენელი და როგორ წაართვეს კამერა.
მე და მაკა ვმუშაობდით რუსთაველზე, მოგვიწია ასვლა ბესიკის ქუჩაზე. ე.წ. ტიტუშკები ორ ადამიანს სატიკად უსწორდებოდნენ. 20-30-მდე პირი იყო ნიღბებში და ორ ადამიანს უმოწყალოდ ურტყამდნენ. შემდეგ ჩვენ რომ მივედით და ჩვენი კამერა დაინახეს, გაეშვნენ და ვიღაცა ეძახდა, კარგი ახლა შეეშვითო. მერე გადმოვიდენ ჩვენზე, ჩემსკენ და მაკასკენ წამოვიდა ერთი ნიღბიანი ტიპი და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა, გვაგინებდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, თორემ კამერას დაგვიმტვრევდნენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ და შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან, მერე ცოტა ხანი რაღაცაზე საუბრობდნენ და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს 30 ადამიანი, თუ რამდენიც იყვნენ გამოექანენ ჩვენკენ. მეთქი, უკან სპეცრაზმია და ალბათ გაურბიანთქო და თურმე ჩვენსკენ მოდიან და ჩვენ უნდა გვცემონ. ეგ იყო და კამერა წაართვითო, რომ არ გადამეღო, რაც ხდებოდა იქ და უცებ, წამგლიჯეს ყველაფერი, კაბელი გაგლიჯეს და დამიწყეს რტყმევა, დამაგდეს. მოვაწარი კიდევ კარგი თავზე ხელების შემოხვევა და ვგრძნობდი, რომ ბათინკებს მირტყამდნენ. ისე მაგრად მაჭერდნენ თავზე, კადრებიც ვნახე წეღან და ვიღაცა თურმე ტყუპი ფეხით მირტყამს თავზე.” ასეთი არაადამიანობა არ მინახავს. ნუ, ბევრი გადამიღია მაგათი დარბეულებები, ნაცემები, მაგრამ მე დღეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე”. – ამბობს გიორგი შეწირული.
ცნობისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ტიტუშკები თავს დაესხნენ.
ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი