სააგენტო "პარალელი"
“ერთი ფურცელიც არ დევს საქმეში, სადაც ელისოს მიერ თაღლითობა, ფულის გათეთრება ან თაღლითობაში თანამონაწილეობა მტკიცდება❗️” – მარიამ ხარშილაძე
თუ რა მოხდა 1 სექტემბერს ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე, სოციალურ ქსელში წერს მისი შვილი მარიამ ხარშილაძე:
“განიხილეს 22 ტომი წერილობითი მტკიცებულებები. ერთი ფურცელიც არ დევს საქმეში, სადაც ელისოს მიერ თაღლითობა, ფულის გათეთრება ან თაღლითობაში თანამონაწილეობა მტკიცდება
ასევე ისაუბრა დაკავებისას მის სხეულზე მიყენებულ დაზიანებებზე
თბილი ქურთუკი ეცვა და ქურთუკშიც კი ნაკაწრები ჰქონდა, სისხლჩაქცევები და საშინელი დალურჯებები, მოყვა როგორ ჩაიკეცა ტკივილისგან.
გაიხსენა როგორ შევიდა მასთან გამომძიებელი, დაათვალიერა და ამას არანაირი რეაქცია/რეაგირება არ მოჰყოლია.
დედი ჩემო სიყვარულო, ცოტაც გაუძელი გთხოვ 
“, – წერს მარიამ ხარშილაძე.
“ერთი ფურცელიც არ დევს საქმეში, სადაც ელისოს მიერ თაღლითობა, ფულის გათეთრება ან თაღლითობაში თანამონაწილეობა მტკიცდება❗️” – მარიამ ხარშილაძე
პარალელი
paraleli.ge ახალი ამბები