„ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის. სხვა ყველაფერი, რაც ხდება, ამ ერთიანობის სამკაულია“ – დათო გორგილაძე

2 weeks ago 5

ჟურნალისტი, დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ერთხელ დედაჩემმა მითხრა, რომ დიუმამ მთელი რომანი დაწერა იმისთვის, რომ ეთქვა: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო.

პატარა ვიყავი, ბუნებისა და მოვლენების აღწერებს რომ ახტებიან, იმ ასაკში.

ეთქვა მერე, რას მაწვალებს – მეთქი.

[ამის შემდეგ მისი გაღიმებაც კი ცხადად მახსოვს].

ყველა სხვა სიტყვა მაგ ფრაზის სამკაულიაო.

ახლაც ასეა: ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის.

სხვა ყველაფერი, რაც ხდება, ამ ერთიანობის სამკაულია.“

სრულად წაკითხვა