ერთი წუთით წარმოვიდგინოთ კოშმარი, რომ პუტინმა საქართველოში რუსული მთავრობა დასვა, რას იზამდა პუტინის მეფისნაცვალი აქ? ჩემი აზრით:
– საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ოფიციალურად შეაჩერებდა;
– გაწყვეტდა ამერიკასთან და ევროპასთან სტრატეგიულ პარტნიორობას, სამხედრო წვრთნებს და დახმარებას;
– 2008 წლის ომზე დაიწყებდა გამოძიებას საქართველოს ბრალის გამოკვეთის მიზნით;
– საქართველოს პარლამენტის შენობაში საჯაროდ წაიკითხავდა მედვედევის წერილს, როგორც სანდო მტკიცებულებას, რომ ომი ქართულმა მხარემ დაიწყო და რუსეთს ომის დაწყება არ უნდოდა;
– ყველა დამოუკიდებელ მედიას და უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციას გამოაცხადებდა დასავლეთის აგენტებად, სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებდა მათ წინააღმდეგ, დაიჭერდა ან ქვეყნიდან გააქცევდა მათ;
– საწინააღმდეგო აზრის მქონე საჯარო მოხელეებისგან გაწმენდდა საჯარო სექტორს;
– მაღალ თანამდებობებზე გაუნათლებელი და უინტელექტო, მედროვე ადამიანების დანიშვნა სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი გახდებოდა;
– ქვეყნის შიგნით გააყალბებდა ყველა არჩევნებს, ხოლო დიასპორას არ მისცემდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას;
– სისასტიკით და წამების თანხლებით დაარბევდა მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს;
– ახალგაზრდებს სპეციალურად დაუსახიჩებდნენ სახის ძვლებს, რომ ყველას ენახა და შეშინებოდათ;
– აქციაზე დგომისთვის ისეთ ფინანსურ სანქციებს დააწესებდა, რომ ადამიანები სიღატაკისთვის იქნებოდნენ განწირულები;
– ვისაც პოლიცია ვერ სცემდა, მას ნიღბიან კრიმინალებს აცემინებდნენ. ამისთვის არავინ დაისჯებოდა;
– დააყადაღებდა ყველა ფონდს, რომელიც რეპრესირებულ მოქალაქეებს ეხმარება;
– იმეგობრებდა და პარტნიორობას დაამყარებდა ყველა ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყანასთან;
– სახელმწიფო პროპაგანდა მუდმივად გააშუქებდა როგორი გარყვნილია დასავლეთი;
– ეყოლებოდა პოლიტიკური პატიმრები;
– საქართველო დატოვებდა ევროსაბჭოს;
– კომსტიტიციიდან ამოიღებდა 78-ე მუხლს;
– შექმნიდა ორ სოციალურ ფენას: კორიფციულ ელიტას და უკიდურესად გაღატაკებულ ფენას. ორივეს მის სამსახურში ჩააყენებდა;
– სახელმწიფო ტელევიზიაში განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტის საქმეს პროკურატურას გადასცემდნენ გამოსაძიებლად;
– საქართველოს ეყოლებოდა დასავლეთიდან დასანქცირებული სამართალდამცავები, პოლიტიკოსები მოსამართლეები.