ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 იწყება

8 hours ago 1

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2025 იწყება.

როგორც ყოველთვის, კონკურსის პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაშია. ამ წუთებში (08:00) პირველი ნაკადის რეგისტრაცია მიმდინარეობს. უშუალოდ საგამოცდო პროცესი კი 9 საათზე დაიწყება.

წელს უმაღლესში სწავლის სურვილი საერთო ჯამში 80 000-მდე პირმა გამოთქვა. ქვეყნის მასშტაბით მდებარე 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. აქედან მხოლოდ თბილისში ცხრა ცენტრი მოქმედებს.

საგამოცდო დღეებში, მათ შორის დღესაც, დილის 06:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმუშავებს.

სრულად წაკითხვა