“ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი” – კუბილიუსი

2 weeks ago 13

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი დღეს, 1-ელ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენებას ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილი პუტინთან და ლუკაშენკოსთან ერთად ერთ გზაზე დგას.

“ერთსა და იმავე გზას მიჰყვებიან პუტინი, ლუკაშენკო და ივანიშვილი: ჯერ მხეცური ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, მერე კი დიქტატურის დამყარება ქვეყნის დემოკრატიული მომავლის საწინააღმდეგოდ.

დიქტატურას ყველა ჯერზე ერთნაირი მომავალი აქვს: სანქციები, ჩამოშლა და ტრიბუნალი”, – კუბილიუსი.

30 აპრილის საღამოს და 1-ელ მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

სრულად წაკითხვა