ნანუკა გულუა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო წარმოუდგენელი ბულინგის მსხვერპლია.
"ერის მოღალატეს, ზუგდიდის სამარცხვინო მოქალაქეს მეძახდნენ, ყველაზე მტკივნეულად ეს ეპითეტები განვიცადე... ხალხნო, რა კრიტერიუმით ეძახით ადამიანებს რუსებს?" - წერს ნანუკა.