1
საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2026/27 წლების გათამაშებისთვის მზადებას იწყებს.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, ავსტრიული „ვოლფსბერგის“ ნახევარმცველი ოთარ მამაგეიშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), დავით კერესელიძე (დილა, საქართველო)
დაცვა: ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), ილია ბერიაშვილი (მტკ ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), გიზი მამაგეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი)
რაც შეეხება მატჩების განრიგს:
- 25 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – ჩრდილოეთ ირლანდია
- 28 სექტემბერი, 20:00 | საქართველო – უკრაინა
- 2 ოქტომბერი, 22:45 | უნგრეთი – საქართველო
- 5 ოქტომბერი, 22:45 | ჩრდილოეთ ირლანდია – საქართველო
საერთაშიროსო alia.ge