ეროვნული ბანკის შენობა, წყარო: NBGსაქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 9 სექტემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 8.25%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ეროვნული ბანკი ვარაუდობს, რომ 2026 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.2%-ი იქნება და საშუალოვადიან პერსპექტივაში თანდათან 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიაღწევს.
ბანკის ინფორმაციით, ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან გადახრას კვლავ მეტწილად მიწოდების მხრიდან მოქმედი შოკები განაპირობებს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი წვლილი ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. „ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის ხელახალი გამწვავება ენერგორესურსების მიწოდებასთან დაკავშირებულ გაურკვევლობასა და საერთაშორისო ფასების მერყეობას ზრდის. ამავდროულად, საერთაშორისო სასურსათო ბაზრებიდან მომდინარე ინფლაციური წნეხიც გაძლიერდა“, – აცხადებს ბანკი.
ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის მიმდინარე დინამიკა ცენტრალური პროგნოზის შესაბამისია. აღნიშნული სცენარის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.2 პროცენტის ფარგლებში იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად დაუბრუნდება 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.
This post is also available in:
Read Next
07/09/2026 - 16:44
ტურიზმის განვითარებისა და პილოტების მომზადების მიზნით, კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფელი“ გაიხსნა
03/09/2026 - 15:30
2026 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 5.6% იყო
31/08/2026 - 12:20
საქსტატი: 2026 წლის ივლისში მშპ 8%-ით გაიზარდა
25/08/2026 - 12:26
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
19/08/2026 - 12:47
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 7.5%-ით გაიზარდა
18/08/2026 - 11:06
civil ახალი ამბები