"ეს PRADA ანაფორიანი ვეიკელი მამაოც გაქოცებული მამალი ნაცია კაცოო?" - გიორგი ფოფხაძე

1 week ago 4

რამდენიმე დღის წინ ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში დიდი განხილვა მოჰყვა.

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საარჩევნო სააგიტაციო ბროშურის ფოტოს, სადაც ჩანს რომ ნაცმოძრაობის სიით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ კანდიდატად ზაზა ოქუაშვილის ცოლი ნატო ჩხეიძეა წარდგენილი და დეკანოზი შალვა კეკელია მის ბუკლეტში მხარდამჭერ მოწოდებებს აკეთებს.

"ქართული ოცნება / Georgian Dream უი ეს PRADA ანაფორიანი ვეიკელი მამაოც გაქოცებული მამალი ნაცია კაცოო?..PS ეხ 21 საუკუნის და ინტერნეტ არქივის დედა რო ვატირე მეე, ეგ გფაქტავთ ხოლმე "სასტოულათ"ფაეტონს არ ენდოთ ქოცნახირი, ფაეტონს, ეშმაკის მოგონილია ეგე" – წერს ფოფხაძე.

13 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე გამართული ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის მონაწილე, გიორგი ზვანელი ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძართან, დეკანოზ შალვა კეკელიასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს და წერს, რომ პატრიარქი და ეკლესია არავის უგინებია.

ამას გარდა, ნაცმოძრაობის საპარლამენტო სიის წევრი ლელა ჯეჯელავა მამა შალვასგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

"შალვა კეკელია, მამა ვაკე, არ გინდა ბოდიში მოიხადო გუშინდელი უნიჭო სპექტაკლისთვის?" –წერს ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.

ზურაბ ჟვანიას ძმა, გოგლა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს:

"გარეწარი!!!

რამდენად ბოროტი უნდა იყოს ადამიანი, რომ მის გონებაში ასეთი წინადადება საერთოდ დაიბადოს!!!".

სრულად წაკითხვა