WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

6

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ირაკლი ალასანიაზე წერს:

,,გახსოვთ ირაკლი ალასანია, ოდესღაც პერსპექტიული პოლიტიკოსი, სიმპათიური ხალიანი სახით?

ეს ის ალასანიაა ვინც 9 თვის ბარბარე რაფალიანცის ქვევრში „აღმოჩენის“ შემდეგ რამდენიმე წუთში შემთხვევით აღმოჩნდა, ბევრი ტელეკამერის თანხლებით, სიღნაღის რაიონში რაფალიანცების სახლთან და დაგვადანაშაულა ჩვილის მკვლელობაში, რაც ახლა უკვე ბევრს მიაჩნია, რომ ღარიბაშვილ-თამაზაშვილის ჩადენილია პატრონის დავალებით.

ეს ის ალასანიაა, ვინც გენშტაბის უფროსი გენერალი კალანდაძე კაბინეტში დაიბარა, იქ შეიტყუა ტუალეტში, სადაც დახვდა თეა წულუკიანი, რომელმაც კალანდაძეს ხელბორკილები დაადო (დიახ ზუსტად ასე იყო ორივე მხარის მოყოლით ეს ამბავი).

ეს ის ალასანიაა, რომელმაც თბილისის თავდაცვის ზღუდე გააუქმა და ამ საიდუმლო ლოკაციაზე რუსების ნომრიანი აგენტი, წითელაშვილი შეუშვა.

ეს ის ალასანიაა, რომელმაც 2008 წლის შემდეგ გაკეთებული იარაღის სამარხები განასაიდუმლოა, წინასწარ იქ ვითომ საიდუმლო ჩანაწერების აუდიო ფაილებიც ჩაფლა და შემდეგ ყველაფერი ერთად ამოთხარა პრესის წინ.

ეს ის ალასანიაა, რომელმაც დაიწყო ჩვენ მიერ სიმწრით შექმნილი იარაღის საწარმო „დელტას“ განადგურება, რაც შემდეგ ღარიბაშვილმა დააგვირგვინა.

ხოდა ეს კი გაუშვა ივანიშვილმა, ვინაიდან ალასანია ამერიკელებთან ზედმეტად ახლოს იყო, თან ჩანაწერებში, პატრონს ძალიან ცუდი სიტყვით მოიხსენიებდა, მაგრამ ქოცი მინისტრი რისი ქოცი მინისტრია ხელცარიელი რომ წასულიყო, ხოდა ჰოი საოცრებავ, ალასანიას ხელში აღმოჩნდა რამდენიმე დიდი ნაგებობა თბილისის ცენტრში, მათ შორის ძველი კინოსტუდია ჩუღურეთში და ასევე ბათუმში განლაგებული არტ-ნუვოს არქიტექტურის შედევრი, ძველი ბანკის შენობა, რომელიც როგორც ახლა ირკვევა, რაფალიანცის „ჭირისუფალმა“ გაანადგურა, გადაღება და მორიგ უგემოვნო კლუბად გადააქცია.

ეს ალასანია იყო და რჩება თბილისური ბაბლის საყვარელ არსებად „ალა იკა მაინც კაი ქალაქელი ბიჭია და სულ ალ ალი გოიმი ამათსავით“ და იმის მაგალითად რომ არაქურდბაცაცა ქოცი მოღვაწე ბუნებაში არ არსებობს, არავინ ხდება ქოცი იდეის გამო, ვინაიდან ასეთია მათი ბუნება – ქოსატყუილობა. ყველა საშოვარზეა გამოსული, ყველაფერზე ხელის მოწერა, სრული უპრინციპობა, ფლიდობა, ქურდობა. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია, მაგრამ ნაქურდალ სახელმწიფო ქონებას, აუცილებლად დავუბრუნებთ ხალხს!“